Monday, June 11, 2012

ცნობილი ქართველი დიზაინერები..

დევიდ კომა.
 devid koma

არცერთი წარუმატებელი დეფილე. ყველა მისი კოლექცია ყოველთვის აღფრთოვანების საგანია. მის სამოსში გამოწყობილან ისეთი "სელებრითები" როგორიცაა: ბიონსე, კაელი მინოუგი, ლედი გაგა, რიჰანა და სხვები. მისი კოლექცია დაიბეჭდა ”ვოგის” ფურცლებზე...და ის ქართველია!!! 
დავით კომახიძე, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზანიერია. მისი სახელი მოდურ სამყაროში "Central Saint Martins fashion college" საუკეთესო კოლექციის წარდგენის შემდეგ გამოჩნდა.

მოგვიანებით მისი კოლექცია გაგზავნილ იქნა "Harrods"–ში, სადაც მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ბრენდებია გამოფენილი.

ამას კიდევ მოჰყვა რამდენიმე წარმატება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიონსემ "MTV"–ს დაჯილდოვებაზე მისი კაბა მოირგო,

დევიდ კომას სახელმა სამუდამო კვალი დატოვა მსოფლიო მოდის და შოუ–ბიზნესის ისტორიაში.

გთავაზობთ მის ახალ, 2011წლის კოლექციას.
ავთანდილი
ავთანდილ ცქვიტინიძე მსოფლიო პოდიუმზე, სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს. რამდენიმე დღის წინ, ქართველი დიზაინერი პარიზში იმყოფებოდა, სადაც ისეთ ბრენდებთან ერთად იყო წარმოდგენილი, როგორებიც არიან „GIVENCHY“, „SQUARE“ და სხვები. როგორც თავად დიზაინერი ამბობს, ეს მის კარიერაში კიდევ ერთი, ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ავთანდილი პარიზულ ამბებსა და 2011 წლის გაზაფხული–ზაფხულის მოდის ტენდენციებზე გვესაუბრა.
– რამდენიმე დღის წინ, მონაწილეობა მივიღე პარიზში გამართულ press meeting -ში. სადაც იმყოფებოდა თითქმის ყველა გლამურული ჟურნალი, მათ შორის, VOGG და ELLE, სულ 230 დასახელების ჟურნალ–გაზეთი. გარდა ჩემი კოლექციისა, წარმოდგენილი იყო „GIVENCHY” -ის, პატრიცია პეპეს და „SQUARE“–ს კოლექციები. აშკარაა,  ეს სეზონი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერად დაიწყო.
თამუნა ინგოროყვა...


No comments:

Post a Comment