Friday, June 8, 2012

მაღალი მოდის ოქროს საუკუნე,,,


გამოფენა პარიზისა და ლონდონის , რომელის პირობითი სახელწოდებამაღალი მოდის ოქროს საუკუნეგაიმართა 1947_1957 . ეს გამოფენა საპატიო მიზეზის გამო შედგა. ზუსტად 60 წლის წინ კრისტიან დიორმა საზოგადოებას თავისი პირველი კოლექცია წარუდგინა. სწორედ ამ ჩვენების შემდეგ დაიწყო Haute Couture_ეს მოღვაწეობის დიდი ისტორიული გზა.

ახალი სტილს,რომელსაც NEW LOOK ეწოდებოდა,რომელიც ძვირფასი ქსოვილების კაბებისგან შედგებოდა იმ დროინდელი ეკონომიკისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ქალები ფუფუნების წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. მათ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა DIOR - ის სამყაროში გადაეშვნენ. მოდის აყვავება გაზეთებმა უმალვე აიტაცეს. ეს ეპოქა 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა, რომლებმაც მემკვიდრეობით ისეთი სახელები დაგვიტოვა,როგორებიც არიან : ბალენსიაგა, GIVENCHY,MADAM GRE, LANVIN და რა თქმა უნდა დიორი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული კუტურიეს თავისი სტილი ჰქონდა, მაინც ყველა ტანისამოსი NEW LOOK -ის სტილში იყო : დაბალი მხრები, ვიწრო წელი, განიერი ბოლო - კოსტიუმების ეპოქის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ახალი ჩაცმულობისთვის იხარჯებოდა არა მხოლოდ უამრავი ქსოვილი, არამედ დიდი დროც.. ყველაფერი ხელით კეთდებოდა, იქმნებოდა სონტრუქციები, რომლებზეც აწყობდნენ კაბებს. რთული წარმოსადგენი არ არის , რომ ასეთი კაბებისთვის უამრავი თანხა იყო საჭირო. ამ წლებში მოდა ყველასათვის საინტერესო და ამავ დროულად ხელმისაწვდომი იყო. მათ ვისაც არ შეეძლოთ DIOR-ის ორიგინალური ტანისამოსი შეეძინათ, მის ანალოგს და შედარებით იაფ ფასიანს ყიდულობდნენ. მაგრამ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო NEW LOOK- ატარებდა ყველა. ამასთან ერთად მოდამ თავისი ისტორიის მანძილზე პირველად გადალახა ყველა ბარიერი და მოიპოვა მსოფლიო აღიარება.





No comments:

Post a Comment